გერმანია და ავსტრია დისციპლინით თითით საჩვენებელი ქვეყნებია. თუმცა, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უამრავი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ ერთმანეთს გაურიგდნენ.
ესპანეთში გამართულ მუნდიალზე, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ და გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს, მეზობლები, დასავლეთ გერმანია და ავსტრია ხვდებოდნენ. ორივე ნაკრებმა იცოდა, რომ თუ გერმანია 1:0-ს მოიგებდა, ამ შემთხვევაში, ორივე გუნდი გადიოდა ფლეიოფში და ალჟირს ჩატოვებდნენ ჯგუფში.
მატჩი დაიწყო თუ არა, დასავლეთ გერმანიამ სწრაფი გოლი გაიტანა პირველ 10 წუთში და მას შემდეგ ნაკრებებს ერთმანეთის კარისკენ აღარც გაუხედავთ. დანარჩენი 80 წუთი, 22 ფეხბურთელი ბურთს უაზროდ აგორავებდა.
ამ ფაქტის შემდეგ, FIFA-მ გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის ყველა მატჩი ერთ დროს დაიწყებოდა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ